29 სექტემბერი 2024,   15:14
ვრცლად
ავარია ვარკეთილში-ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა

ავარია ვარკეთილში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მიზეზი სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთმა კლინიკა გვიან ღამით დატოვა.

ექიმების ინფორმაციით, მეორე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები