მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გამო დაკავებული მარნეულის მერის ადვოკატი, საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს.
გაგი მოსიაშვილი თემურ აბაზოვის სკანდალური საქმის ობიექტური განხილვისკენ მოუწოდებს. ადვოკატი, ამბობს, რომ ბრალდება მხოლოდ ერთი მოწმის, დაზარალებულის ჩვენებაზეა აგებული და საქმეში არსებულ სხვადასხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობაშია. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისთვის თავისუფლების აღკვეთის საფუძველი მარნეულის მკვიდრის შეურაცხყოფა და ამ კადრების ინტერნეტში გავრცელება გახდა.