17 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ერთ კილოზე მეტი კონტრაბანდული ოქრო - სარფის საბაჟოზე 57 000 ლარის ძვირფასი ლითონი ამოიღეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ოქროს კონტრაბანდის ფაქტი გამოვლინდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანას.

ამოღებულია 1 024 გრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 57 000 ლარს აღემატება. წაყენებული ბრალი 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს სასჯელის სახით.

დღის ამბები