17 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკური რევანში" - "ოცნებაში" კომისიის დასკვნის ის ნაწილი არ მოსწონთ, სადაც შს და იუსტიციის მინისტრების პასუხისმგებლობაზეა საუბარი

არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით კონსესუსის რესურსს მართველი გუნდი ჯერ კიდევ ხედავს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამისთვის პარტიებს კომპრომისზე წასვლა მოუწევთ.

მმართველი გუნდი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად იყოს დაცული პოლიტიკური გავლენისგან. მათ შორის დოკუმენტში არ უნდა მოხვდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მთავრობის წევრების მათშორის იუსტიციის მინისტრის, შს მინისტრის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს ის საკითხებია რომელზეც ისინი კომპრომისზე არ წავლენ.

„ჩვენ მიგვაჩნია და ბოლომდე გვჯეროდა, ჩვენ იმიტომ ვმუშაობდით  ამ კომისიაში, რომ ამ დიდ ტრაგედიაზე პოლიტიკისგან  სრულიად დაცლილი, ობიექტური, მიუკერძოებელი  დასკვნა და შეფასებები გაგვეკეთებინა. ჩვენ დავდებთ ობიექტურ დასკვნას. მზად არის ეს დოკუმენტი და დღეს წარვადგენთ უკვე ბოლო სხდომაზე. მე ვხედავ რესურსს, რომ კომისიამ, როდესაც პლენარულ  სხდომაზე კენჭისყრა დასრულდება  შეასრულოს ის ფუნქცია რომლისთვისაც ის შეიქმნა, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო და გადამწყვეტი სხდომა იქნება. დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდება, თუ რა რედაქციით წარადგენს კომისია კენჭისყრაზე საბოლოო დასკვნას. იმ შემთხვევაშიც კი თუ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა, უმცირესობას რჩება რესურსი საკუთარი ვერსია გაიტანოს პლენარულ სხდომაზე.

მმართველ გუნდის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა არის პოლიტიკური რევანში. 

„ჩვენ წარმოვადგინეთ დასკვნა, რომლესაც დღეს წარვუდგენთ კომისიას. ეს არის ობიექტური დასკვნა, დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებულობისგან. განსხვავებით იმ დოკუმენტისგან, რომელიც წარმოადგინა "ევროპულმა საქართველომ." რომელიც გაჯერებულია ვიწრო პოლიტიკური პარტიული ინტერესებით. ეს არის მცდელობა პოლიტიკური რევანშის, რომლის შესაძლებლობასაც ჩვენ არ მივცემთ  არავის,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები