ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კონკრეტული ხაზების შეცვლას და შემცირებას აპროტესტებენ.
მძღოლების განცხადებით, ტენდერები არასწორად და სავარაუდოდ კორუფციულად ჩატარდა.
მძღოლების თქმით, შეიქმნა ისეთი ხაზები, რომლებიც ამ დრომდე არ ყოფილა და ქალაქისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს.
ბათუმის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ემზარ ქავჟარაძის თქმით, ხაზების შეცვლასთან დაკავშირებით დაკვირვება მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში მიმართულებები გადაიხედება.