17 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს... ამიტომ იყო ეს პოლიტიკური სპექტაკლი"-ინაშვილის საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს

დღეს გახდება ცნობილი არასრულწლოვანების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო რედაქცია, რომელსაც კომისია პარლამენტში კენჭისყრისთვის წარადგენს. საბოლოო სხდომა სწორედ დრეს უნდა გაიმართოს.

მანამდე კი კომისიის მუშაობა შეაფასა პატრიოტთა ალიანსმა. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, რომ მწამებლები იძიებდნენ მკვლელობის საქმეს.

„ვეკითხები მე „ქართულ ოცნებას“-ერთი ქვეყანა მაინც დაასახელეთ, რომლის საკანონმდებლო ორგანოშიც იქმნება კომისია და მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ამიტომ იყო ეს პოლიტიკური სპექტაკლი და ამიტომ არ ექნება შედეგი ამ კომისიის საქმიანობას. თორემ ისე დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს რა თქმა უნდა მაგრამ ეს არის ძალოვანი უწყებების, შსს-ს და პროკურატურის პრეროგატივა,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა კომისიის სხდომას. 

დღის ამბები