21 დეკემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ეს არაკომპეტენცია და არაკვალიფიციურობა აღარ არის დიდ ხანია, ეს არის წმინდა წყლის მავნებლობა​ - ნიკა მელია ლარის გაუფასურებაზე 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივანი ნიკა მელია, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესს ეხმაურება. ნიკა მელია ლარის ვარდნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ხელისუფლების არაკომპეტენტურობას ასახელებს.

ნიკა მელია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, დიდი ეკონომიკური კოლაფსია მოსალოდნელი.

მისი თქმით, მაშინ როცა ქვეყანაში ტურისტული სეზონია, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება გაუფასურდეს ეროვნული ვალუტა.

„ეს არაკომპეტენცია და არაკვალიფიციურობა აღარ არის დიდ ხანია. ეს არის წმინდა წყლის მავნებლობა. წარმოიდგინეთ პიკს მიაღწია ტურიზმა, ახლა დამთავრდა ტურიზმის სეზონი, მაშინ, როცა უცხოური ვალუტა შემოედინება ქვეყანაში უხვად, როგორ უნდა მოახერხო,რომ ეროვნული ვალუტა გაგიუფასურდეს.

ჯერ სად ვართ ხალხო, მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მოსალოდნელია ყოველდღე უფრო და უფრო გაუარესება“-ამბობს ნიკა მელია.

ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება გრძელდება. ლარი დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ 4 თეთრით დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.62 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ღირებულება 3 ლარსა და 3 თეთრ შეადგენს. კურსის მერყეობა კიდევ უფრო მაღალია საცალო ბაზარზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები