17 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ფოთში, ხელყუმბარის აფეთქებისას დაშავებულ 16 წლის ახალგაზრდას ოპერაცია უტარდება

ფოთში, ხელყუმბარის აფეთქებისას დაშავებული 16 წლის ახალგაზრდას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. პაციენტს შუბლის ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა აღენიშნება. ასევე გამოკვლევების დროს მის სხეულში უცხო სხეული იქნა აღმოჩენილი. ექიმები ქირურგიული ოპერაციის გზით მის ამოღებას ცდილობენ. 

ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა. მას ნეიროქირურგიული და ტრავმატოლოგიური ოპერაციები ჩაუტარდა. ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. 

ფოთში აფეთქება დღეს დილით მოხდა, შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

დღის ამბები