09 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
ომის ვეტერანი ვეტერანების საქმეთა სამსახურს პრორუსული კადრების დანიშვნაში ადანაშაულებს

ვეტერანთა საქმეების სამსახურს აფხაზეთის ომის ვეტერანი და ჟურნალ „ვეტერანის“ მთავარი რედაქტორი პრორუსული ხედვების მქონე კადრების დანიშვნასა და არაკვალიფიციურ მმართველობაში ადანაშაულებს.

ზაირა მიქატაძის თქმით, მუშაობა მისთვის გაუსაძლისი ხდება, რადგან სამსახური, რომელმაც ომის ვეტერანებზე უნდა იზრუნოს, რუსული ხედვების პოპულარიზაციის ბიუროს დაემსგავსა.

მიქატაძის განცხადებით, მას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, შორენა სიხარულიძე დაუპირისპირდა, რომელმაც შეურაცხყოფაც მიაყენა.

ვეტერანები მიიჩნევენ, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 75 ათასი ბენეფიციარისთვის თუმცა, ითხოვენ ის პრორუსული იდეოლოგებისგან სრულიად გათავისუფლდეს.

ზაირა მიქატაძეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში თავად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უპასუხა. შორენა სიხარულიძემ ბრალდებები უარყო და განმარტა, რომ თავდასხმის ობიექტი ვეტერანების მხრიდან თავად გახდა. მისი თქმით, მას ზაირა მიქატაძის მეგობარი ემუქრებოდა რის გამოც პოლიციასაც მიმართა.

ვეტერანთა ნაწილი მოითხოვს, რომ სამსახური დატოვონ იმ თანამშრომლებმა, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან და დაკავებულ თანამდებობებს არ შეეფერებიან. ომის მონაწილეები მომავალ კვირაში საპროტესტო აქციასაც გამართავენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები