09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ორ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ზაურ დადაევს და ანზორ გუბაშევს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

ზაურ დადაევი სასამართლომ 28 აპრილამდე პატიმრობაში დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ბორის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირი აღიარა. საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამი დაკავებული ეჭვმიტანილის სტატუსს ინარჩუნებს.

საგამოძიებო კომიტეტი საქმის ხუთივე ფიგურანტის მიმართ დაპატიმრებას მოითხოვს, თუმცა სასამართლოს პრეს–მდივნის ცნობით, ბრალდებულების სასამართლო სხდომა ცალკე გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები