ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პროფკავშირების წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან.
შეხვედრაზე განსახილველი მთავრი საკითხი, შახტში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ტექნიკური ინსპექტირება იქნება. საერთაშორისო ექსპერტები ამ საკითხებზე თავიანთ დასკვნას გაასაჯაროებენ.
დოკუმენტი რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომლის გათვალისწინება შახტის ადმინისტრაციას დაევალება.
„შეხვედრის ძირითადი მიზეზი იქნება შრომის უსაფრთხოების სისტემები და სიღრმისეული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება, რომლის საფუძველზეც უნდა დაიდოს რეკომენდაცია, როგორ უნდა გაიმართოს შრომის უსაფრთხოების სისტემები ისე, რომ ის არ უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს“-ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.