17 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
არ მივცეთ საშუალება არცერთ ბანდას, რაც არ უნდა სახელმწიფო ერქვას, ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე - ოქუაშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ

ტელეკომპანია „იბერია“ ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება „იბერიას“ ეთერში გაკეთდა.

არხის მენეჯმენტის მტკიცებით, ხელისუფლებამ მათ საგანგებოდ შეუწყვიტა დაფინანსების წყაროები. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ გააჩერა „ომეგა“ ჯგუფში შემავალი საწარმოები, საიდანაც ტელევიზია ფინანსდებოდა.  

„ეს არის ყველა ქართველისთვის, ყველა მოქალაქისთვის აუცილებელი და ყველაზე აუცილებელი მისია, რომ დავიცვათ თავისუფალი მედია, თავისუფალი ტელევიზია. არ მივცეთ საშუალება არავის, არცერთ ბანდას, რაც არ უნდა მას სახელმწიფო და თანამდებობა ერქვას, არ მივცეთ საშუალება, რომ ხელი აღმართოს თავისუფალ მედიაზე.

უხილავი ძალები აღარ იქნებინა. მე გავდივარ კონსულტაციას უცხოეთში რომ არ გავითვალისწინო, როგორც ადგილობრივი ადვოკატები მეუბნებიან საქართველოს რეალობა და ახლა გავითვალისწინებ უცხოურ რეალობას, თუ არის რაიმე შველა, როცა ხელი აღმართულია, ძალა აღმართული, ბანდისმიერი კრიმინალური ძალა, თავისუფალი მედიის, თავისუფალი ტელევიზიის და ბიზნესის წინააღმდეგ , წყაროს წინააღმდეგ რომელიც მას ასაზრდოებს“-აცხადებს ტელეკომპანია ”იბერიის” დამფუძნებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ოქუაშვილი.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ფინანსური პრობლემების გამო გადაცემების დახურვას და ტელევიზიის მუშაობის შეჩერებას არ გამორიცხავენ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები