შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. მან ტვიტერის ქსელში უნივერსიტეტს და სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ხელი მოაწერეთ პეტიციას და არ მისცეთ უფლება ერდოღანს საქართველოში კანონის უზენაესობა შეასუსტოს"- წერს რებეკა ჰარმსი.
ანკარის შესაძლო ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას "Freedom House"-ის სპეციალური კვლევების დირექტორი ნეით შენკანი, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ მოვლენებს ასევე ტვიტერის ქსელში ეხმაურება და წერს :
"ამასობაში, საქართველომ მკაცრი შეზღუდვები დაუწესა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სავარაუდოდ თურქეთის მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო".