17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
აქცია გორის მუნიციპალიტეტში - მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

ქერეს მოსახლეობა მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს და გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. სტატუსის გარდა ადგილობრივები მოთხოვნებს სკოლის შეკეთებას, საბავშვო ბაღის აშენებასა და გზების რეაბილიტაციას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, პურობა პრობლემების მოგვარებაზეც და სტატუსის მინიჭებაზეც არაერთხელ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. ამ მოთხოვნებით ქერეს მოსახლეობამ აქცია თებერვალშიც გამართა.

დღის ამბები