17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
კაშია საქართველოშია - ნაკრები "ქართული მარშის" მუქარის მიუხედავად მატჩისთვის ემზადება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რთული და საპასუხისმგებლო მატჩისთვის ემზადება. 
თუმცა კვირას ლატვიასთან დაგეგმილი შეხვედრა სხვა მხირვაც დაძაბული იქნება.

მატჩის პარალელურად 9 სექტემბერს, დინამო არენაზე მისვლას "ქართული მარში" გეგმავს, მათ ვიცე-კაპიტნის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს.

„ქართული მარშის“ აქტივისტების მხრიდან გურამ კაშია მარშელების შეურაცხყოფის სამიზნე უკვე მეორედ გახდა. ამჯერად მიზეზი უეფას მიერ კაშიასთვის თანასწორობის ჯილდოს გადაცემაა.

ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი თავად მუქარის ადრესატმა გააკეთა. გურამ კაშიას "ქართული მარშის" დაგეგმილ აქციაზე არ უსაუბრია. მან ყაზახეთში ჩატარებული მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ეროვნული ნაკრები თბილისში ყაზახეთიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა წარმატებით ჩაატარეს.

"ესეთი გეგმა გვქონდა,რომ აქ გვჭირდებოდა მოგვეგო, რაც შევძელით. მივეცით მოწინააღმდეგე გუნდს ბურთის ფლობის საშუალება, რაც იყო მწვრთნელის დავალება.  ორი გოლი გავიტანეთ, დადებითი შედეგია"-ამბობს ნაკრების ვიცე კაპიტანი.

ყაზახეთში ჩატარებული წარმატებული მატჩის შესახებ საუბრობენ ნაკრების წევრებიც. მათი თქმით, სადებიუტო მატჩი მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა. რაც შეეხება 9 სექტემბერს ლატვიასთან თამაშს, ეროვნული ნაკრების წევრები გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რომ მივიდნენ ნაკრების წევრების მხარდასაჭერად.

დღის ამბები