17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ნიუ იორკის სასამართლომ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ნიუ იორკის სასამართლომ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს, 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოჯახის წევრები სპორტსმენის უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამის გამო საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სხვა პირებთან ერთად, დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15-მდე ქართველს ბრალი მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღით ვაჭრობის, ნარკოდანაშაულის, რეკეტიორობის, კორუფციის, თაღლითობის, კონტრაბანდისა და არალეგალური თამაშებისთვის წაუყენეს. თითოეულს რამდენიმე მძიმე ბრალი აქვს, რომელთაგან ზოგი 20, 40 წლიან ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


დღის ამბები