4 ბალიანი შტორმი აჭარაში - ძლიერმა ტალღებმა პრობლემები შეუქმნა ბათუმის ნავსადგურში მყოფ ერთ-ერთ ხომალდს. ალიხან კაპიტანის 6 ბაგირიდან შტორმმა 4 გაწყვიტა, რის გამოც საბუქსირე გემის დახმარება გახდა საჭირო. ალიხან კაპიტანი სარემონტო ხომალდია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ის 8 თვის განმავლობაში ბათუმის ნავმისადგომში იმყოფება. ძლიერი შტორმის გამო ბოლო ორი დღეა ასევე აკრძალულია ცურვა ბათუმის სანაპიროსთან.