17 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
ავარის ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრემიერი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი, გენადი გაგულია გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის სამთავრობო დელეგაცია სირიიდან ბრუნდებოდა, როდესაც კორტეჟი გუდაუთის რაიონში ავარიაში მოყვა. ავტომობილს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა შეეჯახა, რომლის მძღოლიც, ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ავარიის შედეგად საავადმყოფოში სამი დაშავებული გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა გაგულიას გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი მძღოლი და დაცვის წევრი კი კლინიკიდან უკვე გაწერეს. გენადი გაგულიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტი 1995-97- და 2002-2003 წლებშიც ეკავა. 

დღის ამბები