17 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
"ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თანამშრომელი საერთოდ ვერ მიიღებს ანაზღაურებას"-მესამე სექტორი საზმაუში მიდმინარე პროცესებს ეხმაურება

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს განცხადებით "ეხმაურებიან ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია." როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა გადაყვანა ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე ბუნდოვანი კრიტერიუმებით მოხდა, რაც პროცესის სამართლიანობის მიმართ არაერთ კითხვას აჩენს.

„მოვუწოდებთ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს: დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული საბჭოს რიგგარეშე სხდომა " - წერია განცხადებაში. სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, შეჩერდეს ოპტიმიზაციის პროცესი იქამდე, ვიდრე არ მოწესრიგდება შრომითი დოკუმენტების წარმოება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესის გამჭვირვალობას და ყველა მხარის, მათ შორის პროფკავშირებისა და დასაქმებულების სრულფასოვან ჩართულობას ითხოვენ. EMC-სა და საიას განცხადებას ეთანხმება სამეურვეო საბჭოს წევრების ნაწილი

“საზოგადოებრივ მაუწყებელში, გამჭვირვალე და თანმიმდევრული შრომის პოლიტიკის არარსებობა და მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობა ზრდის მენეჯმენტის  თვითნებური მოქმედების რისკს. ამასთან, მაუწყებელში მსგავსი ხასიათის ოპტიმიზაციის დასაბუთებულობის მიმართ შეკითხვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ მოქმედი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში უკონკუროსოდ დასაქმდა ათეულობით ადამიანი მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიების, GDS-ისა და “მეცხრე არხის” ყოფილი თანამშრომლები.

ამასთან,  მივიჩნევთ, რომ ცხადად პრობლემურია, სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით 70-მდე თანამშრომლის მიმართ გაკეთებული შეთავაზება. კერძოდ, შეთავაზების მიმღებ თანამშრომელთა დიდ ნაწილს გააჩნია განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება. შეთავაზების თანახმად, წინასწარ, ხელშეკრულებით ფიქსირებული თვიური ანაზღაურების ნაცვლად, შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლები იმუშავებენ საჭიროების შემთხვევაში გამოძახების პრინციპით, ხოლო მათი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება მათ მიერ შესრულებულ დღიურ საქმიანობაზე.  თუმცა, შეთავაზება არ განსაზღვრავს თვის მანძილზე სამუშაო საათების იმ მინიმალურ რაოდენობას რომლის ფარგლებშიც გარანტირებულად მოხდება თანამშრომელთა გამოძახება. აღნიშნული პირობა უშვებს შესაძლებლობას ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად თანამშრომელთა მიმართ სამუშაოს შესრულების დავალება საერთოდ არ მოხდეს რაც გულისხმობს, რომ თანამშრომელი საერთოდ ვერ მიიღებს ანაზღაურებას,”-ნათქვამია განცხადებაში.   

დღის ამბები