21 დეკემბერი 2024,   18:12
ვრცლად
საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებული მენააბრეები "ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი პრობლემით დაინტერესდნენ. აქციის მონაწილეები  მათ მიერ დაკარგული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების გარდა ითხოვენ, რომ  მომხდარზე  პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა აიღოს.

პარალელურად, "ქართული ოცნების" ოფისში, პარტიის ლიდერები იკრიბებიან. პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიამ უნდა გადაწყვიტოს რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს. 

დღის ამბები