17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
პუტინის მიერ დაფინასნებული მედია ფორუმი და გაზეთ "პრავდას," "მასკოვსკაია პრავდას," "კომუნისტის" დესანტი საქართველოში

რუსული მედია ფორუმი, რომელიც დასრულების შემდეგაც აქტუალობას ისევ არ კარგავს-პუტინის დაფინანსებულ ღონისძიებაში მონაწილეობა გაზეთ "პრავდას," "მასკოვსკაია პრავდას," "კომუნისტის" და მსგავსი გამოცემების თუ საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებმა მიიღეს. ასევე ფორუმზე მონაწილეობდნენ კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსები.

ფორუმის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს საზღვარი მონაწილეებიდან 4-მა ვერ გადმოკვეთა. ისინი ქართველმა მებაჟეებმა არ გამოატარეს და უკან გააბრუნეს. თუმცა მათ კი ვინც საქართველში შემოვიდნენ ფორუმის ჩატარებაც შეძლეს და შეეცადნენ ქვეყანა დაერწმუნებინათ რომ უკვე არსებულ რეალობას შეგუებოდნენ და ახალი ფურცლიდან დაეწყოთ კრემლთან ურთიერთობა.

ფორუმის მონაწილეები ამტკიცებდნენ იმასაც, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და ომი საქართველომ დაიწყო. ამტკიცებდნენ  იმასაც, რომ სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც არის კანონიერად არჩეული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის ინტერესს გამოხატავს.

რუსული მედია ფორუმი აქციების და პერფომანსების ფონზე მიმდინარეობდა.

  

დღის ამბები