ხევსურეთში მოსახლეობა ინფრასტრუქტურის გაუმართაობას უჩივის და გზის გაყვანის დასრულებას რამდენიმე წელია უშედეგოდ ელის.
არხოტის ხეობაში სამი სოფელი, ამღა, ჭიმღა და ახიელი, გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივები ხეობას არ ტოვებენ და მკაცრ ზამთარს, რომელის თითქმის 8 თვეს გრძელდება, უძლებენ.
2015 წლის 29 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა გახსნეს. ხელისუფლებამ ეს წამოწყება "საუკუნის პროექტად" მაშინვე მონათლა.
დოკუმენტის თანახმად, გზის მშენებლობა 26 თვეში, ანუ 2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში სრულყოფილი გზის გაყვანის ნაცვლად მხოლოდ მისი გაჭრა მოხერხდა.
როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზისთვის გამოყოფილი ათი მილიონ ცხრაასი ათასი ლარიდან, მშენებელმა ამ დრომდე მხოლოდ ოთხი მილიონ ხუთასი ათასის ათვისება შეძლო. პროექტის დასრულების თარიღი კი, რომელიც ერთხელ უკვე გადავადდა, მინიმუმ ერთი წლით კიდევ გადაიწევს.
28 კილომეტრიან მონაკვეთზე შვიდი ხიდის გადებაა საჭირო, მათ გარეშე აქაურები გზას გაყვანილად ვერ თვლიან.
კონტრაქტის ვადა, რომელიც ხარვეზების გამოსასწორებლად ერთწლიან პერიოდსაც ითვალისწინებდა 2018 წლის დეკემბერში იწურებოდა.
მხოლოდ მიწის სამუშაოების ნაწილი შესრულდა და არხოტის უღელტეხილზე სამანქანო გზის გაჭრა მოხერხდა.
პროექტით გათვალისწინებული ნორმების დაცვას და იმ უმნიშვნელოვანესი დასრულება ვერ მოესწრო, ამიტომ მშენებელმა კომპანიამ თარიღის გადავადება ამ წლის ნოემბრამდე ითხოვა, თუმცა უკვე ცალსახაა, რომ საუკუნის პროექტის დასრულების თარიღი მინიმუმ ერთი წელის კიდევ გადავადება.
ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ახალი გზა მათ ყოფას სასიკეთოდ შეცვლის და მთავრობის მინიმალური მხარდაჭერის შემთხვევაში, ბარში ჩასული ხევსურებიც ხეობას დაუბრუნდებიან.