29 სექტემბერი 2024,   15:27
ვრცლად
მგლის თავდასხმის შემთხვევები სოფელ ტიბაანში - მტაცებელმა სამი ადამიანი დაკბინა

მგლის მიერ ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები სიღნაღის მუნიციპალიტეტში - სოფელ ტიბაანში მტაცებელმა 65 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის აივანზე გამთენიისას დაგლიჯა.

რამდენიმე საათში კი ნადირმა ამავე სოფელში მცხოვრები ორი პირი იმ დროს დაკბინა, როცა ისინი სამარშუტო ტაქსის ელოდებოდნენ.

დაშავებულები არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ვაქცინით აცრა სამივე მათგანს ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და ისინი უკვე სახლში გაწერეს. 

დღის ამბები