"21-ე საუკუნეში გვინდა გზა"-ბანერებზე ამ შინაარსის წარწერებით ზესტაფონის მერიის წინ აქცია გაიმართა. სოფელ საწაბლეს მოსახლეობა გაზიფიცირების გარდა, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზეც საუბრობს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უგზოობის გამო სოფელი იცლება. სოფელში ვერ გადაადგილდება ტრანსპორტი და სასწრაფო დახმარება. ადგილობრივები ზესტაფონის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეებს მერის მოადგილე შეხვდა, და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.