„ქართული ოცნების“ წევრი გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ მმართველი გუნდი მარიხუანას მოყვანის და ექსპორტის საკითხის განიხილავს.
მათ შორის დეპუტატი კოლეგებისგან განსხვავებით არც იმას უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსა ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა ამ საკითხზე საუბარი იყო.
მისი თქმით, მმართველი გუნდის შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს წარმომადგენელიც. ინიციატივის ავტორის სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროა.
„ვერსიების დონეზე არსებობს ასეთი რამ. შემოვა კანონპროექტი და ეს ყველაფერი იქნება ნათელი. უბრალოდ ჩვენ ძალიან გაგვჭედა ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ და ჩვენ გვიწევს ახლა ამ ვაკუუმის შევსება, რომელიც ამ მარიხუანასთან არის დაკავშირებული და ძალიან ვამკაცრებთ ყველაფერს, მაგრამ თვითონ რაც მარიხუანას კულტივაციას ეხება, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეიძლება ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით. ოღონდ სამკურნალო მარიხუანას მოყვანა, ოღონდ მხოლოდ ექსპორტისათვის,“-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ საუბარი ამ თემაზე მხოლოდ გუშინ არ ყოფილა და ამ საკითხს უკვე გარკვეული პერიოდია მმართველი გუნდი განიხილავს.