17 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
სპეციალისტები წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურებაზე საუბრობენ

სპეციალისტები შემოდგომის დაწყებასთან ერთად წითელა-წითურას ვირუსის გააქტიურებაზე საუბრობენ.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის რეკომენდაციით, მოსახლეობამ აცრა უნდა ჩაიტაროს და მშობლებს მოუწოდებს, გადაამოწმონ ისტორია აქვთ თუ არა ბავშვებს წითელა-წითურას აცრა გაკეთებული.

პაატა იმნაძემ რესპირატორულ დაავადებებზეც ისაუბრა.

„მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც ეს გადადების მექანიზმი საკმაოდ ადვილად მუშაობს. პირველ რიგში, ეს ისევ წითელაა. წითელას შემთხვევები საკმაოდ გვაქვს,“ - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები