21 დეკემბერი 2024,   22:05
ვრცლად
"ხდება გარკვეული ადამიანების ინტერესების ლობირება" - ოპოზიცია მარიხუანის ექსპორტთან დაკავშირებით ინიციატივას ეხმაურება

მარიხუანის მოყვანის და ექსპორტზე გატანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივას ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჩაფლულია კორუფციაში, შიდა ბაზრის გაკონტროლებას ქვეყანა ვერ შეძლებს და ეს გახდება ნარკოტიკების გავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყარო.

„ვიღაცისთვის მზადდება სპეციალურად ეს კანონი და ხდება გარკვეული ადამიანების ინტერესების ლობირება. ვინაიდან რეალურად დღევანდელ პირობებში ვერ მოხდება გაკონტროლება იმისა, რომ იგი არ მოხვდეს შიდა ბაზარზე. თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების სისუსტეს, კორუფციულობას და არაორგანიზებულობას, ეს შეიძლება, გახდეს ნარკოტიკების ჩვენს ტერიტორიაზე გავრცელების ერთ-ერთი წყარო და ამას  ბუნებრივია, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინიციატივას ეხმაურება ევროპული საქართველოც. გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს არათანმიმდევრული მიდგომა საკითხისადმი.

„თუ ისინი გულისხმობენ, რომ  სახელმწიფოს  უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი ამის გაყიდვაზე და ამ დროს  ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვისმენთ ამბებს, რომ სულ რაღაც რამოდენიმე ძირი ჰქონდა ვიღაცას დარგულიო და დაეცნენ და დიდი სპეცოპერაცია ჩაატარეს და საოცარი დანაშაული ამხილეს, ეს მინიმუმ  არის არათანმიმდევრული მიდგომა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები