საქართველოში ხელშეუხებელი არავინაა, ეს "ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ დაამტკიცა - ასე პასუხობს პრემიერი მამუკა ბახტაძე ტელეკომპანია "იბერიას" მთავარი დამფინანსებელი კომპანია "ომეგა ჯგუფის ირგვლივ" გაჩენილ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
პრემიერის თქმით, ომეგა ჯგუფს აქვს დავალიანება და მან ეს უნდა გადაიხადოს. პრემიერის განცხადებით, თუ ბიზნესმენს აქვს ტელეკომპანიაც, ეს არ ნიშნავს, რომ ის ბიზნესის გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.
"მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია ამ კომპანიასთან ისევე როგორც მის აქციონერებთან. ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის ქვეყანაში.
"თუ სწორად მახსოვს, ამ კომპანიას 11-ჯერ გადაუვადდა იმ სანქციების გამოყენება, რომელიც ასეთ დროს დგება, მაგრამ, ჩვენ დავინახეთ ნეგატიური ტენდენცია, რომ ბოლო თვეები განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს. არსებობს ბიზნესსაქმიანობა არსებობს თამბაქოს წარმოება, ამ თამბაქოს აქვს აქციზის გადასახადი და ეს უნდა გადაიხადოს ყველამ.
"არსებობს დამოუკიდებელი ტელევიზია და მედიაპლურალიზმი არის „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და ჩვენა მას ვუფრთხილდებით, მაგრამ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ და რა თქმა უნდა ის რომ აქციონერებს თამბაქოს ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის გარდა აქვს ტელევიზია ეს იმას არ ნიშნავს,რ ომ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს. საქართველოში ხელშეუხებელი არ არის არავინ“-ამბობს პრემიერი.