17 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
"ან ჩემს გვამს გაიტანენ აქედან, ან მივაღწევ იმ სამართალს" - ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ აქციას აგრძელებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა საპროტესტო აქციას აგრძელებს. ზაზა სარალიძე ისევ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ იმყოფება.

მან კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. ზაზა სარალიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებთან დაპირისპირების შემდეგ შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, რის შემდეგაც სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

ზაზა სარალიძე ექიმების მოთხოვნის მიუხედავად შიმშილობას აგრძელებს.

„შიმშილობას ვაგრძელებ. ან ჩემს გვამს გაიტანენ აქედან, ან მივაღწევ იმ სამართალს რაც ჩემს შვილს ეკუთვნოდა. სამართალდამცველებს მინდა ბოდიში მოვუხადო, პირადი შეურაცხყოფა მივაყენე ნერვიულობის ფონზე,“-ამბობს სარალიძე.

პარლამენტის წინ იმყოფება პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებისადმი წაყენებულ ულტიმატუმს ვადა გაუვიდა.

„ამას ველოდი, ამათ გულის მაგივრად უდევთ ლოდი. ერთადერთი გზა რჩება, რომ ჯანსაღი ადამიანები უნდა ჩაენაცვლონ ხელისუფლებაში“-ამბობს მაჩალიკაშვილი.

დღის ამბები