17 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
"ვიფიქრეთ, რომ პირადად გვეცნობებინა მისთვის შექმნილი ვითარება," - ზაზა ოქუაშვილს, ნატო ჩხეიძესა და პრემიერს შორის შეხვედრა ზაფხულში შედგა

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნატო ჩხეიძემ და ზაზა ოქუაშვილმა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 

მამუკა ბახტაძეს, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი და პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარის მოადგილე, ნატო ჩხეიძე ზაფხულში შეხვდნენ.

ნატო ჩხეიძის თქმით, მაშინ, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ის, რომ პრემიერს დეტალური ინფორმაცია ჰქონოდა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. 

„შეხვედრა პრემიერთან ნამდვილად შედგა და ამ შეხვედრაზე ზაზა ოქ​უაშვილი და ნატო ჩხეიძე იყვნენ პრემიერთან. შეხვედრა შედგა იმიტომ, რომ მანამდე, პრემიერთან და ფინანსთა სამინისტროსთან მიწერილი წერილებით არანაირი შედეგი არ იყო და გამოხმაურება არ იყო. ვიფიქრებთ, რომ პირადად გვეცნობებინა მისთვის შექმნილი ვითარება. შეხვედრისას, ჩვენ აღვნიშნეთ, ვაცნობეთ, რომ ფაბრიკა გაჩერებულია და აუცილებელია აქციზური მარკები გასცეს ფინანსთა სამინისტრომ და ასევე დაამტკიცოს ფინანსთა სამინისტრომ შეთავაზებული გრაფიკები. იმსჯელონ, მოიწვიონ კომისია და ეს კანონით გათვალისწინებული წესები შეასრულონ. პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მარკების გაცემა არ არის პრობლემა და თურმე მისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ ამ თანხაში თურმე საურავებიც ყოფილა და ბატონმა პრემიერმა ორჯერ გაგვიმეორა, რომ საურავების საკითხში ისინი მოქნილები არიან. მართალი გითხრათ, მაშინვე მე ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს მოქნილობა, მაგრამ ახლა უკვე ნათლად ვხვდები, რომ როგორც ჩანს, ჩვენ ვერ გავხდით შესაბამისად მოქნილები და ვერ გადავეცით ტელევიზია და არ მივეცით კონტრიბუცია,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები