17 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ლავას ოღლის, გეგიაძის, კეკელიძის და ახვლედიანის საქმე - ბათუმის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანონიერი ქურდების საქმეს განიხილავს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის დაკავებული წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი სამ ეტაპადაა ჩანიშნული. ამჯერად დარბაზში ოთხი ბრალდებულის საქმე განიხილება.  მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდზე ლავას ოღლიზე, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად შეეფარდა. იგი საქართველოში არ იმყოფება.

მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ლავას ოღლის აქვს სურვილი, რომ ჩამოვიდეს და დაესწროს სასამართლო პროცესებს თუმცა ამის უფლებას მას სამართალდამცავები არ აძლევენ.

„მინდია ლავას ოღლის პოზიციაა, რომ მას უნდა რომ ჩამოვიდეს საქართველოში და დაესწროს მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს. თუმცა ჩვენი სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურები კონკრეტულად არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ჩამოვიდეს და დაესწროს ამ სპექტაკლს. სამწუხარო ფაქტი ის არის  რომ არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მინდია გორაძეს  რაიმე ფორმით მონაწილეობა აქვს მიღებული აღნიშნულ დანაშაულში,“-აცხადებს ლავას ოღლის ადვოკატმა.

გარდა ამისა, სასამართლო ამ ეტაპზე განიხილავს ბრალდებულების ივანე გეგიაძის, შოთა კეკელიძის და ზაალ ახვლედიანის საქმეებს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. წინასასამართლო სხდომა მტკიცებულების დასაშვებობაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ორი თვის წინ ბათუმში 10 პირი დააკავეს, მათ საგამოძიებო ორგანო ქურდულ სამყაროში წევრობისა და ქურდულ შეკრებებში მონაწილეობას ედავება.

 

დღის ამბები