ხანძარი თბილისში - ცეცხლი ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქროში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ. ფართობი.
დიდუბეში კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.