17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
აქცია ზესტაფონში - 3 წლის წინ გარდაცვლილი ედიშერ ებანოიძის ოჯახი, მომხდარის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს

აქცია ზესტაფონში - 3 წლის წინ გარდაცვლილი 37 წლის ედიშერ ებანოიძის ოჯახი, მომხდარის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს. 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ზესტაფონის პროკურატურასთან შეიკრიბნენ და პოლიციის შენობასთან მსვლელობით მივიდნენ. 

​ებანოიძე ძირულაში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, მას ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვა. ოჯახის წევრთა განცხადებით, 37 წლის მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები ზესტაფონის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, "სამართალდამცველთა ლიგის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა,  პოლიციაში თქვეს, რომ საქმის ძიება პროკურატურამ შეწყვიტა.

ედიშერ ებანოიძის ოჯახის წევრების თქმით კი, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ მანამ, სანამ დამნაშავის ვინაობა არ დადგინდება. 

დღის ამბები