ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი კანაფის მოხმარების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს. განცხადებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით მეუფე იაკობმა, ქადაგებისას გააკეთა.
„მე ვფიქრობ, რომ ცალკეული პიროვნებების ფინანსური ინტერესები დევს ამაში. სახელმწიფოზე რომ ფიქრობდნენ, აქამდე სხვა რამეს მოიფიქრებდნენ, პირდაპირი ადამიანი ვარ და როდესაც რაღაც არ მომწონს პირდაპირ ვამბობ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
საპატრიარქოს მწვავე შეფასების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ კანაფის წარმოება-ექსპორტთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტზე მსჯელობა ცოტა ხნით გადადო.