გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად გორის ამომრჩეველს ხვდება.
მოსახლეობა სალომე ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებსა და ივანიშვილის მიერ კანაფის კულტივირებასთან დაკავშირებით მკვეთრად ნეგატიურ განწყობაზე საუბრობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" იმედი აღარ აქვთ და ცვლილებების მოლოდინში არიან.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის და მისი გუნდი არ დაუშვებს ხელისუფლების კორუფციული გეგმების განხორციელებას.
მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ "ქართული ოცნება" იძულებული იქნება სრულად დათმოს ხელისუფლება, რის შემდეგაც დაიწყება მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს მიერ შემუშავებული პროგრამის განხორციელება. მათ შორის პენსიის გაზრდა 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასის გაზრდა 1000 ლარამდე