„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს გორიდან მიულოცა.
დავით ბაქრაძემ სოფელ თამარაშენიდან დევნილი პირველკლასელი, გიორგი ნასუაშვილი თავად მიაცილა გორის მე-2 საჯარო სკოლაში.
პატარა გიორგი ომის ვეტერანის, იოსებ ნასუაშვილის შვილია, რომელიც 2008 წელს რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა.