17 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
უბედური შემთხვევა ოზურგეთში - ტოტალიზატორ „ევროპაბეთში“ მამაკაცი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ოზურგეთში - ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ფილიალში მამაკაცი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.  ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

როგორც ინციდენტის დროს ტოტალიზატორში მყოფი პირები ამბობენ, ადგილზე სასწრაფო დახმარების ექიმები მივიდნენ, თუმცა მამაკაცი მედიკოსებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

გარდაცვლილი 56 წლის მამაკაცი სოფელ შემოქმედის მკვიდრი იყო. 

დღის ამბები