17 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
"ქართული დემოკრატია რუსეთის ჩრდილქვეშ ექცევა" - ბლუმბერგის ჟურნალისტი ომთან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადებებზე სტატიას აქვეყნებს

ქართული დემოკრატია რუსეთის ჩრდილქვეშ ექცევა - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბლუმბერგის ჟურნალისტი, რომელიც გასულ კვირას თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

ელი ლეიქი აღნიშნავს, რომ ნადგურდება ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ ვარდების რევოლუციის შედეგად მიაღწია. ავტორი სალომე ზურაბიშვილის ომზე გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ივანიშვილის „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, ომის დაწყებაში ქართულ მხარეს და სააკაშვილს ადანაშაულებს.

ზურაბიშვილის განცხადებებს ჟურნალისტი ჯონ ტეფტთან ინტერვიუს უპირისპირებს, სადაც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ამბობს, რომ რუსეთი ინტერვენციისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა.

მისივე თქმით, ქართული ქალაქებისა და პორტების დაბომბვა ამ გეგმის მტკიცებულებაა, აგრესორის საბოლოო მიზანი კი სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა იყო.

დღის ამბები