17 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"სამთავრობო გეგმა ვერ იქნა შესრულებული მთავრობის მიერ"- გიორგი მშვენიერაძე

ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა - ამის შესახებ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" აქვეყნებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ არ მომხდარა პროკურატურის ღია და გამჭირვალე სისტემად გარდაქმნა. მთავარ გამოწვევად კი გიორგი მშვენიერაძის თქმით, კვლავ რჩება მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ამ ეტაპზე ჩავარდა.

„სამოქმედო გეგმის თავად ხარისხი არ იყო ისეთი, რომელიც შეესაბამებოდა იმ გამოწვევებს, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე დგას. მაგრამ თავად ეს უხარისხო სამთავრობო გეგმაც კი ვერ იქნა სრულად შესრულებული საქართველოს მთავრობის მიერ. ბოლო  ორი წლის განმავლობაში მთავრობა სათანადო ყურადღებას არ უთმობდა არც სასამართლო ხელისუფლების  რეფორმირებას და მასში მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას, ისევე როგორც არ იყო რეფორმები გატარებული სხვა მართლმსაჯულების სისტემაში,“-განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ. 

დღის ამბები