გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა განათლების სისტემის რეფორმაზე. გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა მოსწავლეებს, რომ მაქსიმალურად შეეცადონ ცოდნის დაგროვებას, იმისთვის, რომ არავისზე იყვნენ მომავალში დამოკიდებული.
„ძალიან გთხოვთ ყველას მაქსიმალურად ბევრი დრო დაუთმეთ სწავლა-განათლებას. იმისთვის, რომ იყოთ დამოუკიდებლები. იმისთვის, რომ არავისზე არ იყოთ ჩამოკიდებული და არავის არ ეხვეწებოდეთ სამუშაო ადგილს და რაც მთავრია, რომ უმტკივნეულოდ, წარმატებულად ჩაეწეროთ 21-ე საუკუნის ცოდნის ეკონომიკაში,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.