17 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა პირველკლასელი პირადად მიიყვანა სკოლაში

პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა პირველკალსელი გიორგი ცენტერაძე პირადად მიიყვანა 103-ე საჯარო სკოლაში და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, მისი პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში საქართველოში არ იქნება არცერთი სოციალურად დაუცველი ბავშვი. განათლება სკოლაში, უმაღლესი იქნება უფასო, ასევე გაიგზავნებიან წარჩინებული სტუდენტები უცხოეთში სასწავლებლად, რათა მომავალმა თაობამ შეძლოს განვითარების ახალ ეტაპებზე გადასვლა ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

დღის ამბები