09 ოქტომბერი 2024,   10:17
ვრცლად
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ჩეხეთში გადაიდო - რა კავშირი აქვს ამ ფაქტს ენერგოპროსთან?

ჩეხეთის პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება გადადო. ამის მიზეზი კი კომპანია ენერგოპროს დავაა საქართველოს სახელმწიფოსთან.

ჩეხეთის ადგილობრივი პრესის ცნობით, ენერგოგამანაწილებელი კომპანია, რომელიც ერთ–ერთი მსხვილი მოთამაშეა ჩეხურ ბაზარზე, შესაძლოა 60 მილიონი დოლარით დაზარალდეს. სწორედ ამ თანხას ედავება ქართული მხარე კომპანიას.

ჩეხეთის ადგილობრივ პრესასთან ჩეხეთის საგრეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო რესურსებს საფრთხე ემუქრება. ლუბიმირ ზაორალეკის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცერების დაბლოკვაც სწორედ ამის გამო მოხდა. ევროკავშირთან საქართველოს რატიფიცირების საკითხი ჩეხეთის პარალმენტში უკევ 6 თვეა ამ მიზეზით ჭიანურდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფომ ამ თანხის 70%-ზე უარი თქვა და ახლა დარჩენილ თანხაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულებასაც ელოდება ჩეხეთის პარლამენტი.

კონკრეტულად, რა მიზეზით ითხოვს თანხას საქართველოს ხელისუფლება ენერგო-პროსაგან, ამის შესახებ თბილისში არაფერს ამბობენ. კომენტარს არც ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგოპროში აკეთებენ.

„კურიერთან” ჩეხეთის სენატის წევრი, ევროპარლამენტარი იარომირ შტეტინა ამ თემას უსარგებლო ორმხრივ სროლას ადარებს.

„რაც ხდება, უსარგებლო ორმხრივი სროლის ხასიათს ტარებს. ვიცით, რომ ენერგოპრო სოლიდური კომპანიაა, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია რეპრესიული ნაბიჯები მის წინაღმდეგ, მეორე მხრივ, ასოცირების შეთანხმების ბედს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ ერთი კონკრეტული სავაჭრო შემთხვევის გამო. სწორედ ეს რისკი აირიდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ჩეხეთის პარლამენტში ეს საკითხი შეიძლება საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან,” - აცხადებს იარომირ შტეტინა.

საქართველოს საკითხის განხილვა ხვალ უნდა დაწყებულიყო, თუმცა დეპუტატებმა რატიფიცირების პროცესი 1-ლი აპრილისთვის გადადეს.

დღის ამბები