17 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
დაგვიჭერენ, გვცემენ დაგვხოცავენ არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ჩვენ ს​ხვა გზა არ გვაქს," - ხორბლის გადამზიდავები პროტესტს არ წყვეტენ

დღეს იწურება ვადა, რომელიც ხორბლის გადამზიდავებმა ფინანსთა მინისტრს მისცეს.
ლილოს ტერმინალთან შეკრებილების თქმით, თუ ხორბლის სახმელეთო იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება არ შეიცვალა აქციები მასშტაბური გახდება. მათივე თქმით, ახალი განკარგულების გამო შემოსავლის გარეშე დარჩენა 10 ათას ადამიანს ემუქრება. ხორბლის გადამზიდავები უარყოფითად აფასებენ ნატახტართან დღის ბოლოს ძალოვანი უწყების მობილიზებასაც, რომლებიც ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ - ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნატახტართან აქციის მონაწილეები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ.

"საღამომდე ან 3 საათამდე დაველოდებით თუ ეს ბრძანება არ გაუქმდა, ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ. დაგვიჭერენ, გვცემენ დაგვხოცავენ არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა, ჩვენ ს​ხვა გზა არ გვაქს,"-აცხადებს აქციის მონაწილე თამაზ პაპაშვილი.

დღის ამბები