17 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
"ვაფრთხილებთ გახარიას, სიტუაცია უმართავი გახდება," - ხორბლის გადამზიდავების აქციაზე პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

ლილოს ტერმინალთან სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს. განბაჟების ეკონომიკის ზონასთან, სადაც ხორბლის გადამზიდავების პროტესტი გრძელდება პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ავტობუსებით მიიყვანეს. ისინი ხელკეტებით და ჩაფხუტებით არიან აღჭურვილები.  აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და პასუხს ელოდებიან, შეცვლის თუ არა სამინისტრო გადაწყვეტილებას და აღდგება თუ არა ხორბლის სახმელეთო იმპორტი. ხორბლის გადამზიდავები შეხვედრას მედიის და კამერების თანდასწრებით ითხოვენ.

ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოს უფროსიც. ლაშა გოგნიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავთა მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოებისთვის ხდება.

„ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და წესრიგს. საზოგადოების უსაფრთხოების დარღვევა გამოიხატება შემდეგში აქციის  მონაწილეებს აქვთ გესის შესასვლელი გადაკეტილი და აქედან გამომდინარე  ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება მძღოლებთან,“-განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.

მძღოლები კი შს მინისტრს აფრთხილებენ, რომ არ გამოიყენოს ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. შესაძლოა შსს-მ დამატებითი ძალები მათ წინააღმდეგ გამოიყენოს. მძღოლები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში სიტუაცია უმართავი გახდება.

„აქ შემოიყვანეს დიდი რაოდენობით პოლიციელები. ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მინისტრი ბატონი გახარია არ შეცდეს და არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც ამ მშიერი ხალხს მიმართულებით წამოვა შსს-დან. უმართავი გახდება სიტუაცია. გადაიკეტება პიკეტირება მოხდება მაგისტრალების,“-განაცხადა ირაკლი გაგნიძემ.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები