17 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ნათელაშვილის საპროტესტო ნოტა აზერბაიჯანის საელჩოს - პრეზიდენტობის კანდიდატი ჰერეთის სკოლებში ქართული სექტორის დახურვას აპროტესტებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა აზერბაიჯანის საელჩოს საპროტესტო ნოტით მიმართა. საქმე ეხება საინგილოს სოფლებში შექმნილ ვითარებას.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ჰერეთის 3 სოფელში ქართული სექტორი წელს საერთოდ დაიხურა და პირველკლასელები აღარ მიიღეს. მისი განცხადებით, ეს არის საგანმანათლებლო დისკრიმინაცია.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ დევნიან ქართულ კულტურას, ქართველობას, ენას, განათლებას  წიგნებს, ხურავენ სკოლებს, კლასებს რა თქმა უნდა ეს საერთაშორისო დანაშაულია. ამაზრზენია მაგრამ გასაგებია, რომ ოკუპანტები იქცევიან ასე ყველგან. მაგრამ აღნიშნული პოლიტიკის ელემენტები, როდესაც  მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელთა პოლიტიკაშია, აი ეს იწვევს  უკვე გულისტკივილს და არანაკლებ აღშფოთებასა და პროტესტს. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ უმთავრესი ამოცანა  იქნება ქართველობისთვის დევნილ ქართველთა  უფლებების დაცვა დედამიწის ნებისმიერ წერტილში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

  

დღის ამბები