17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
კახეთში ძლიერი სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ

კახეთში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.

დასეტყვილია 400 ჰექტრამდე ვენახი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა ჩალაუბანში, მელაანსა და ნუკრიანში.

დაზარალებულების თქმით, განადგურდა დასაკრეფად გამზადებული ვენახები. ისინი დაზიანებული მოსავლის ჩაბარებაში დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

ჩალაუბანში ადგილობრივებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ.

„ადამიანები, ფაქტობრივად, დარჩნენ ნულზე და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება აუცილებლად უნდა დადგეს ხალხის გვერდით და რაიმე დახმარება აუცილებლად უნდა გასცეს იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, ძალიან გაჭირვებულია ადამიანი, ბანკების ანაბარა და ბანკების ვალებით არიან დარჩენილი,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” თავმჯდომარემ, გიორგი ღვინიაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებას არ გეგმავს, რადგან გაცნობიერებული აქვთ, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ.

„ამ ხალხს სჭირდება დახმარება და ჩვენ ვპირდებით, რომ ყველა ადამიანი აღიწერება, ყველა ის დაზიანებული ვენახი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, როგორც კი დამარცხდება 2018 წლის არჩევნებზე ეს ხელისუფლება, ყველა ადამიანი მიიღებს დახმარებას,“ - განაცხადა ბოტკოველმა.

დღის ამბები