22 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარტია "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა. განცხადება ჩხეიძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გააკეთა. როგორც ნატო ჩხეიძემ განმარტა, ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ღია შეტევა მიმდინარეობს "ომეგა ჯგუფსა" და "იბერიაზე" მას თანაპარტიელები გვერდით არ დაუდგნენ. 

„ამავე ორ კვირაში გახმოვანდა კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია იბერია. განსაცდელშია ომეგა ჯგუფში დასაქმებული1500-მდე ადამიანი. დახურულია საწარმო. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადეობის აღშფოთება და პროტესტი რასაც შეუერთდა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიებს თითქმის  მთელ;ი სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა  "ომეგა ჯგუფისადმი" მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე სამწუხაროდ ვერსად გავიგონე "პატრიოტთა ალიანსის" ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია  ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად გავდივარ პარტიიდან,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მოიძებნება დეპუტატი ვინც მას ფრაქციაში ჩაანაცვლებს და პატრიოტთა ალიანსის ფრაქცია არ დაიშლება. თავად ნატო ჩხეიძე პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. 

დღის ამბები