22 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"მე არ წამიკითხავს საქართველოს არჩევნების ისტორიაში უფრო მძიმე დასკვნა, ვიდრე იყო ეუთო/ოდირის ეს დასკვნა" - ლანა გალდავა

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მათი განცხადებები, რაც დარღვევებს ეხებოდა, რეალური იყო.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ დასკვნაში საუბარი არის როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდის ფაქტებზე. 

"შეუძლებელია, ეოთო/ოდირის დასკვნა წაიკითხოს საღად მოაზროვნე ადამიანმა თავიდან ბოლომდე და დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს რაიმე ლეგიტიმაციას მოახდენს რაიმე პროცესზე. პირიქით, ამ დასკვნაში საუბარი არის როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ისე არჩევნების დღეს, ისე შემდგომ, ყველა იმ ფაქტზე, რომელზეც ოპოზიცია ისედაც საუბრობდა, როგორც უხეშ დარღვევებზე, რამაც როგორც ამ დასკვნაში წერია, ძირი გამოუთხარა ამ არჩევნების სანდოობას," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, ლანა გალდავა ამბობს, რომ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა. 

"მე არ წამიკითხავს საქართველოს არჩევნების ისტორიაში უფრო მძიმე დასკვნა, ვიდრე იყო ეუთო/ოდირის ეს დასკვნა. აქ პირდაპირ წერია, რომ დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა. ასევე, მძიმე დარღვევები, რაც იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არჩევნებამდე, არჩევნების დრეს, არჩევნების შემდგომ პერიოდში, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ანუ, პირდაპირ წერია, რომ ეს არჩევნები და ის შედეგი, რაც დადგა, ქართული ოცნების ჩარევით, არ იწვევს ნდობას,“ - აცხადებს ლანა გალდავა.

დღის ამბები