22 დეკემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, ის კარგად იყო ადმინისტრირებული" - გიორგი კალანდარიშვილი

"ვფიქრობ, რომ დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის", - ამ განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.

მისი თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ აღნიშნულმა დოკუმენტმა, სხვა წინა შემთხვევების მსგავსად, გამოიწვია გარკვეული ინტერპრეტაციები.

"გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც ცხადყოფს იმას, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხი იყო მაღალი, ის კარგად იყო ადმინისტრირებული, განსაკუთრებით პროცედურულ-ტექნიკურ ნაწილში, რაც თავის მხრივ მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკურ გამართულობას, არამედ პროცედურულ გამართულობასაც.

როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულმა დოკუმენტმა, სხვა წინა შემთხვევების მსგავსად, გამოიწვია გარკვეული ინტერპრეტაციები, იქიდან გამომდინარე, რომ მისი წაკითხვა ხორციელდება არა კომპლექსურად, არამედ მხოლოდ იმ ფრაგმენტებში, რომელიც კონკრეტული ჩართული მხარისთვის ხელშესახები და საყურადღებოა და არა იმდაგვარად, რომ ის კომპლექსურად იყოს წარმოჩენილი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი იმთავითვე იძლევა მკაფიო განმარტებებს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად სპობს სივრცეს შემდგომი მანიპულაციისთვის", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები