22 დეკემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები, კეთილი უნდა ინებონ და უნდა აღასრულონ ეს თითოეულმა მათგანმა" - მიტროპოლიტი იაკობი

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი. წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებს ყველა უნდა შეეგუოს. 

"ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები, 2 მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, არჩევანი გაკეთდა. კეთილი უნდა ინებონ და უნდა აღასრულონ ეს თითოეულმა მათგანმა. არჩევანი რაზე კეთდებოდა საერთოდ? რა განსხვავება იყო ამ ორ მხარეს შორის? ერთი, რომელმაც მიზნად დაისახა ის, რომ თავის საარჩევნო პროგრამაში ეროვნული ჰქონოდა და ქრისტიანული ჰქონოდა, და მეორე მხარე იყო, თავს როგორ მოაწონებდა უცხოეთს", - აცხადებს ბოდბელი მიტროპოლიტი.

დღის ამბები